უახლესი ამბები
- 15.02.2019 22:54„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“
- 15.02.2019 17:22ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება
- 15.02.2019 17:00ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
- 15.02.2019 17:00მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
- 15.02.2019 17:00SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება
- 15.02.2019 16:40ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა
- 15.02.2019 16:40საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
- 15.02.2019 16:40სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
- 15.02.2019 16:40მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი
- 15.02.2019 16:40„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა
არქივი
ეკონომიკა


კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეჯამებული ინფორმაცია წარმოადგინეს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ბანკების შეფასებით, უმეტეს შემთხვევაში მოხერხდა კლიენტისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება. შეღავათი ძირითადად გამოიხატა შენატანების გადავადებაში, ცალკეული მსესხებლებისთვის კი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მოსაზრებები თუ როგორაა შესაძლებელი მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება. სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, ბაზრობებზე მეიჯარეთა დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი ქონებისა და ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევაა. ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მსესხებლებს მიაწოდონ ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით და ზოგადად, მეტი აქცენტი გაკეთდეს მარაგებისა და სავაჭრო ფართის დაზღვევაზე საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებისას.
"საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და განვითარებული სფეროა, მას ენდობიან არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელი ინვესტორებიც და ამის ერთ-ერთი დასტურია საბანკო დეპოზიტების შეუქცევადად მზარდი ტენდენცია. ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ამოცანა ამ სტაბილურობასა და დეპოზიტარების ნდობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, უნდა დავიცვათ ბალანსი, რათა ერთის მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, და, მეორეს მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ დაზარალებულმა მოქალაქეებმა. კომერციული ბანკები ადრეც, ლარის გაუფასურების პერიოდში, ამოუდგნენ გვერდში მსესხებლებს რომელთაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ სესხი აღებული და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქეს მათ სესხის მომსახურების ტვირთი.
დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ კომერციული ბანკების მიერ დაზარალებულთათვის შეთავაზებულ შეღავათებზე. უმეტეს შემთხვევაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მსესხებლებს რამდენიმე თვით გადაუვადდათ შენატანები სესხის მომსახურებისთვის, რაც მათ ბიზნესსაქმიანობის აღდგენაში დაეხმარება. რიგ შემთხვევებში მოხდა სესხის რაოდენობის გაზრდაც", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
15 თებერვალი, 2019 , 17:00

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა
15 თებერვალი, 2019 , 15:49

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა
15 თებერვალი, 2019 , 15:45
საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
15 თებერვალი, 2019 , 13:35