უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 დეკემბერი, 2017 15:00
font-size

კობა გვენეტაძე ლარზე: ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ვხედავთ არის მოლოდინები

მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად გაუფასურდებოდა, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზუსტად ამის გამო დაიწყეს იმ ზომების განხორციელება, რაც ლარიზაციას შეეხება.

მისივე თქმით, „რაც შეეხება ბოლოდრონდელ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებას, ეკონომისტები, როგორც წესი უყურებენ ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს“.

"თუ შევხედავთ იმ საგარეო ფაქტორებს, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, არის გაუმჯობესება. როგორც წესი, როდესაც ჩვენ გვინდა დავადგინოთ, თუ რა მოუვიდა ვალუტას, ამისთვის უნდა შევხედოთ საგადასახდელო ბალანსს. ეს არის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის კრებული და როგორც წესი, კვარტლის ბოლოს ხდება ინფორმაციების მიღება. დღესდღეობით რასაც ვუყურებთ, ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ვხედავთ არის მოლოდინები.

მაგალითად, ნოემბერში გვქონდა იმპორტის ზრდა. საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით, პასუხის მოცემა შესაძლებელი იქნება კვარტლის ბოლოს, როდესაც მთელი ეს ინფორმაცია შეგროვდება, როდესაც მე-4 კვარტლის საგადასახდელო ბალანსს დავდებთ. აქედან გამომდინარე, მივდივართ გამორიცხვის პრინციპით, რადგან სხვადასხვა ფაქტორი გაუმჯობესებულია, რას შეიძლებოდა ემოქმედა. ერთ-ერთი ფაქტორია მოლოდინები", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დღესდღეობით ეროვნული ბანკისთვის ერთჯერადი ფაქტორი, რომელსაც შეიძლებოდა ნომინალური ეფექტური კურსის შესუსტება გამოეწვია, ცნობილი არ არის.

საკვანძო სიტყვები:

საპენსიო სააგენტო - დღეის მდგომარეობით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი

6 ივლისი, 2020 , 14:45

საპენსიო სააგენტოში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში, – ამის შ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

3 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2 ივლისი, 2020 , 17:05

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

2 ივლისი, 2020 , 14:35

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეებ

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე