უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 17:47
font-size

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა.

შეხვედრაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები. მხარეებმა იმსჯელეს არსებული სირთულეების პირობებში სექტორის გამართული ფუნქციონირების შესახებ.

ვიდეოკონფერენციის დროს განხილული იყო ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ სწორედ ბოლო ორ წელიწადში საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების გამო შეხვდა მიკროსაფინანსო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული. არასაბანკო სექტორს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი მაჩვენებლები და ამ ეტაპისთვის ადეკვატურად აქვს შეფასებული საკრედიტო რისკები.

თავისმხრივ, არასაბანკო სექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება, საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფით დამატებითი ლარის რესურსის მიწოდება. მათი მხრიდან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ამ პროექტებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

საუბარი შეეხო საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადებულ შეფასების დოკუმენტს. განხილული იყო დოკუმენტში წარმოდგენილი მიკრო ბანკების მოდელი, რომელიც მიკროსაფინანსო ბაზრის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნული მოდელის უპირატესობებსა და რეგულირების ასპექტებზე ისაუბრა. ამ დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. "ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.
არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.

`ლელო` დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი

ავღანეთში, ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორ

პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგ

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33% - საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:23

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფ

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილის