უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2017 11:30
font-size

კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეატყობინონ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინონ.

როგორც კობა გვენეტაძემ სავალუტო ჯიხურებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შემოწმება ამ მიმართულებით გაგრძელდება.

„არ მინდა, რომ ამას სეზონური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურდება, მაშინ აქტიურდება ის დარღვევები, რომელსაც სამწუხაროდ, ვალუტის გაცვლით კურსში აქვს ადგილი და ამაზე ხშირად მოგვმართავენ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე. დარღვევები იყო სხვადასხვა ხასიათის. არსებობს ვალუტის გაცვლის კურსის წესები, რომლის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ. არსებობს ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული წესები და კანონის მოთხოვნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ. ზუსტად ამ წესების შესაბამისობასთან მოხდა შემოწმება და აქედან გამომდინარე, მოხდა სანქციების დაწესება. ამ მხრივ, მუშაობას გავაგრძელებთ, მაგრამ ძალიან მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ მათაც გამოიჩინონ სიფრთხილე და ყურადღებით შეხედონ თუ რა ტრანზაქციას აკეთებენ. ამავე დროს, თუ რაიმე დარღვევას ნახავენ, აუცილებლად შეგვატყობინონ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`