უკან

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2016 15:30
font-size

კობა გვენეტაძე - „საქართველოს“ გაკოტრებაზე: ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ დღესდღეობით მხოლოდ კომერციული ბანკებია

ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოს“ გაკოტრებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, მას არ სურს საკითხზე უფრო მეტი კომენტარის გაკეთება.

ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გოგიჩაიშვილმა „საქართველოს“ მეანაბრეების პრობლემაზე ისაუბრა და ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, რომ შეიძლებოდა თუ არა ეროვნული ბანკის დროული ჩარევით, „საქართველოს“ პრობლემა არ დამდგარიყო.

როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, დღესდღეობით, მხოლოდ კომერციული ბანკები იმყოფებიან.

„ეროვნულ ბანკს ჰქონდა შეხვედრა წარმომადგენლებთან, იმ კრედიტორებთან, რომლებმაც ზარალი განიცადეს. ზოგადად, რაც შეეხება ამ საკითხს, ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, დღესდღეობით, შემოდიან კომერციული ბანკები. ვფიქრობ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ინიციატივებით, რომ არ მოხდეს ასეთი შემთხვევების დაშვება. უნდა მოგახსენოთ ასევე, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის და ხშირად კომუნიკაციას აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენს ვებ-გვერდზე ვიდეოები დევს, სადაც იყო გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ როდესაც შეთავაზებული არის ბაზართან შედარებით ძალიან დიდი პროცენტები, არის ძალიან დიდი რისკები. ვფიქრობ, რომ ეს კომუნიკაცია გარკვეულწილად უნდა მიიღოს ხალხმა და მიაქციოს ყურადღება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელსაც იღებენ თავიანთი სახსრების სხვებთან გადანდობასთან დაკავშირებით. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,-აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი