უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 მაისი, 2018 17:05
font-size

კობა გვენეტაძე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობა გვენეტაძემ სტუდენტებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომების ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ ერთი შეხვედრა აუცილებლად გავმართოთ სტუდენტებთან. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე და ეროვნული ბანკის როლზე ამ პროცესში. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა სტუდენტებთან შეხვედრა, რადგან ეს არის თაობა, რომელთა აზრი მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ, რა ხედვები აქვთ ზოგადად ეკონომიკისა და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს. ვფიქრობ, ამ კუთხით ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლებლობა გვქონდა ღიად გვესაუბრა ყველა იმ თემაზე, რაც მათ აინტერესებთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძემ.

სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ

20 იანვარი, 2019 , 13:56

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლ

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

20 იანვარი, 2019 , 11:39

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრან

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19 იანვარი, 2019 , 13:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)&ldquo

ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში, სოფლის ტიპის დასახლებებში საველე–აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს

18 იანვარი, 2019 , 13:55

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში საველე–აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორები ამჟამად სა

ინგლისური ენის ვიდეოგაკვეთილი ტურისტებთან კომუნიკაციას გაამარტივებს

18 იანვარი, 2019 , 13:43

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის მარტივი საკომუნიკაციო ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეოგაკვეთილი დაამზადა. ვიდეორგოლში კარგადაა გადმოცემული ყველა ის აუცილებელი, მარტივი საკომუნიკაციო ტერმინები

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

18 იანვარი, 2019 , 10:10

სააავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`