უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 სექტემბერი, 2017 16:45
font-size

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების თემაზე ყაზახეთის მიკროსაფინანსო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საერთაშორისო ფორუმი "ფინანსური განათლების ამაღლება, როგორც სოციალური და ეკონომიკური ზრდის ფაქტორი", ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საერთაშორისო ფორუმში, ყაზახეთის, საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ბელორუსის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს 12 ქვეყნის მიკროსაფინანსო სფეროს ფინანსური განათლების კუთხით მომუშავე წარმომადგენლებმაც.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესის შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

"ფინანსური განათლება, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი და იმავდროულად მომხმარებლების ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ფინანსური სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ის კარგად არის განვითარებული, მაღალია ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ზოგადად ფინანსური ჩართულობის, ასევე მომხმარებლების ნდობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში, ფინანსური პროდუქტების კომპლექსურობისა და ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან აგრესიული მარკეტინგის გამოყენების გათვალისწინებით, მხოლოდ საფინანსო სექტორის განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაღალი დონე არ წარმოადგენს მომხმარებელთა ფინანსური მდგრადობის გარანტს.

მომხმარებელთა უფლებების ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სრულყოფილი ჩარჩოს არსებობა, რომელიც მოიცავს როგორც რეგულირების, ასევე ფინანსური განათლების კომპონენტს. ამ მიმართულებით, 2016 წელს ჩვენ განვაახლეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციები. ასევე, ფინანსური განათლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებლები OECD-ის საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია, 2016 წლის ბოლოს შემუშავდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომლის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს და პროგრესიც სახეზეა, მათ შორის, ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმებში ინტეგრირებისა და ფინანსური განათლების პროგრამის საჯარო სკოლებში, "თავისუფალი გაკვეთილების" ფარგლებში დანერგვის კუთხით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფორუმზე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის დანერგვის პროცესში არსებული ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევის - ეფექტური მმართველი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ. ამ მიზნით, 2017 წელს, საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნა სტრატეგიის მართვის კომიტეტი, რომელიც განიხილავს ფინანსური განათლების კუთხით არსებულ ინიციატივებს, აფასებს არსებულ და პოტენციურ საგანმანათლებლო პროგრამებს და კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მხარეებს პროგრამების განხორციელებაში.

სებ-ის ინფორმაციით, ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ფინანსური განათლების გაღრმავება როგორც სტაბილური ეკონომიკის ფაქტორი; ფინანსური განათლება სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეებისთვის; ფინანსური განათლება მეწარმეებისათვის; ინტერაქტიული შესაძლებლობები. ასევე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2413 ლარი გახდა

1 აპრილი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა COVID-19-თან დაკავშირებით

1 აპრილი, 2020 , 16:55

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთ

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

1 აპრილი, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2816 ლარი გახდა

31 მარტი, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2845 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი - ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი, 2020 , 16:15

როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად - მერსედეს ვერა მარტინი

31 მარტი, 2020 , 12:50

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, – ამის შესახებ სსფ-ს (IMF) საქართველოს მისიის ხელმძღვან