უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2019 14:15
font-size

კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

მაღალი დონის შეხვედრას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯინა ბეიკერი უძღვებოდა, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო განვითარებადი ბაზრების პროგრესს მდგრადი დაფინანსების კუთხით და SBN-ის ყოველწლიურ გლობალურ და წევრი ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშების გამოქვეყნებას. მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე გამოწვევები მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით და ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობაზე არამარტო ფინანსური სტაბილურობის, არამედ ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხითაც.

"დღითიდღე იზრდება იმ ცენტრალური ბანკების რიცხვი, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციას ახდენენ. ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც SBN-ში გაწევრიანდა, აქტიურად მუშაობს. ამ ხნის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. მსგავსი ტიპის ღონისძიება წელსაც იგეგმება. ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურდა.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი