უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 აპრილი, 2018 12:15
font-size

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში იმართება და მასში მონაწილეობენ მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო და მარეგულირებელი სექტორების მმართველები. ღონისძიების ასამდე მონაწილეს კობა გვენეტაძემ პრეზენტაცია წარუდგინა, თემაზე - "არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის გავლენა განვითარებადი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაზე".

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა მაღალი დოლარიზაციის ღონისძიებების, მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებისა და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, "განვითარებული ცენტრალური ბანკების და განსაკუთრებით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გამოსვლა შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან სხვადასხვა არხებით გადაეცემა განვითარებად ქვეყნებს, რასაც მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკებისთვის, არაერთგვაროვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, აშშ დოლარის გამყარება ზრდის ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას და დადებითად მოქმედებს მათ სავაჭრო და მიმდინარე ანგარიშის ბალანსებზე, თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი დოლარიზაციის გამო, დოლარის გამყარება ზრდის ვალის მომსახურების ღირებულებას ამ ქვეყნებში, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე".

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ასეთ დროს ცენტრალური ბანკების მიერ მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობას, რაც ამგვარ შოკებთან ბრძოლის საუკეთესო გზას წარმოადგენს მოკლევადიან პერიოდში. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს განვითარებული ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს 18 აპრილს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ევროკომისიის დელეგაციასთან, შეხვდა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას. სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა-მარტინს და მისიის სხვა წევრებს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან, რომლებზეც ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე საფინანსო წრეების წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. შეხვედრებისას განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევას, ეკონომიკის განვითარებასა და დახმარების ეფექტურობას.

ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

1 დეკემბერი, 2020 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ

საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

30 ნოემბერი, 2020 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუა

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხად

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონ

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს