უახლესი ამბები
- 16.02.2019 20:32დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი
- 16.02.2019 19:25მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
- 16.02.2019 17:09საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
- 16.02.2019 17:01უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 16.02.2019 16:57ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
- 16.02.2019 14:20თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 14:20საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
- 16.02.2019 14:20თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
- 16.02.2019 14:20ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
- 16.02.2019 14:0012 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს
არქივი
ეკონომიკა


კობა გვენეტაძემ საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის 88-ე წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
ეროვნულიბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 23-24 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის 88-ე წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკი ცენტრალური ბანკების ბანკს წარმოადგენს, სადაც წლიური შეხვედრების დროს ცენტრალური ბანკის მმართველები გასული პერიოდის მოვლენებს აანალიზებენ და მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის წევრია 2014 წლიდან.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, წლიური შეხვედრების ძირითადი თემა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდგომ საბანკო ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული რეფორმები იყო. შეხვედრების მონაწილეთა აზრით, ბაზელ III-ის ჩარჩოს განხორციელებამ საბანკო ზედამხედველობის მრავალი მიმართულება მოიცვა. ჩარჩოს დანერგვა ცენტრალურ ბანკებს დაეხმარება გააუმჯობესონ საბანკო სისტემის მდგრადობა და მას უფრო მომზადებულს გახდის მომავალ გამოწვევების მიმართ. ამ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა, რაც სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისათვის ყველაზე კარგი დროა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია განვითარებადი ბაზრებიდან ფინანსური ნაკადების გადინების საფრთხეს ქმნის.
შეხვედრებზე ასევე განიხილეს კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრების ფარგლებში სპეციალური მოხსენება ფინანსური კრიზისის გავლენაზე ქვეყნის რეალურ ეკონომიკაზე გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ცენტრალური ბანკის ყოფილმა თავმჯდომარემ ბენ ბერნანკემ.
საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის ბოლო წლიური ეკონომიკური ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.bis.org/publ/arpdf/ar2018e.pdf
საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
15 თებერვალი, 2019 , 17:00

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა
15 თებერვალი, 2019 , 15:49

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა
15 თებერვალი, 2019 , 15:45
საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
15 თებერვალი, 2019 , 13:35