უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 მაისი, 2019 18:57
font-size

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

16 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქალაქ ნურ-სულტანში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ღონისძიებაში - ''ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა" - მიიღო მონაწილეობა.


მრგვალი მაგიდის დისკუსია დახურულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის, მონღოლეთის და ევრაზიის გაერთიანების ქვეყნები იღებდნენ. დისკუსიის ძირითადი საკითხი ინკლუზიური ზრდის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასებაა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური ინკლუზიურობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ფინანსური ტექნოლოგიების საჭიროებაზე, მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ გამოწვევებს და მონაწილეებს გააცნო ის მიმართულებები, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში ახორციელებს.

"მსურს ავღნიშნო ის ორი მიმართულება რომელსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვავითარებთ და რომელთა გარეშეც ფინანსური ტექნოლოგიების ხელშეწყობა შეუძლებელი იქნებოდა: ჯერ ერთი, ჩვენ წარმატებით დავნერგეთ ფინანსური განათლების სტრატეგია და მეორე, საკრედიტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებისთვის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ შემოვიყვანეთ საკრედიტო ბიურო და ვმუშაობთ გაერთიანებული რეესტრის შექმნაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

NS

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

21 მაისი, 2019 , 16:00

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრან

უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 12:25

უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის - დოლარი - 2.7470 ლარი, ევრო - 3.0643, ფუნტი - 3.4997

20 მაისი, 2019 , 17:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7470 ლარი ეღირება, ევრო – 3.0643, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4997 ლარი. დღეს, 20 მაისს ე

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - კრისტინ ლაგარდი

20 მაისი, 2019 , 16:20

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი