უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 ოქტომბერი, 2017 16:05
font-size

კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა

საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, 4 ოქტომბერს, სასტუმროში "რუმსში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურები წარუდგინა. პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, დაზოგვა და ფულის გონივრული მართვა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული სასწავლო საკითხებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო მასალა საზოგადოებისთვის საინტერესო, მარტივი ტექსტითა და ანიმაციითაა აგებული და მისი მიზანია გააფრთხილოს მომხმარებლები გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების დაბანდებისას და გაითვალისწინონ ის ფინანსური და სამართლებრივი რისკები, რომლებიც მაღალრისკიანი კომპანიებისთვის დანაზოგების მინდობას უკავშირდება.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პერზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ გზით მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვა დაისახა. შესაბამისად, ვგეგმავთ საზოგადოებაში დაზოგვის მნიშვნელობისა და დაზოგვის უსაფრთხო ფორმების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას. ჩვენ გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, და კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი, რომელსაც დღეს პირველად წარმოგიდგენთ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

20 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0, 0148 თეთრი შეადგინა.  გამყ

სებ-მა უნდა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

20 ნოემბერი, 2018 , 15:10

მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც საქართველოს ეხმარება, წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო შოკებს, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო ს

არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ ვინმეს თანამშრომლობა - ეკონომიკის მინისტრი Vivus-ის უარზე

20 ნოემბერი, 2018 , 13:15

„ვვარაუდობ, Vivus-ის უარის მიზეზი პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიკროსაფინანსო ორგა

სადაზღვევო კომპანიების მოგება 20 %-ით გაიზარდა

20 ნოემბერი, 2018 , 12:25

სადაზღვევო კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 417,2 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.  ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბიემჯი“ ავრცელებს. გამოცემი

რა შემთხვევებში გაუნულდება შავ სიაში მყოფ პირს საბანკო დავალიანება - საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტება

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის საბანკო დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა. გარდა ამისა, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერ

ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა იგეგმება

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს, სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობა და ამისთვის სპეციალური პროგრამები

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`