უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ოქტომბერი, 2018 13:35
font-size

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელთაც წელს ინდონეზია მასპინძლობს, წამყვანი ფინანსური გამოცემის Global Finance მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს პირველად საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Global Finance საქართველო ცენტრალური ბანკირების შეფასების რეიტინგში ჩართო და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის 16 საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის დაასახელა. 90 ცენტრალური ბანკირის შეფასება მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელმაც ინტრევიუ მისცა ამ გავლენიან გამოცემას. ინტერვიუში - "შეინარჩუნე სიძლიერე (Stay Strong)" კობა გვენეტაძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, შეეხო თურქეთში არსებულ ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის გავლენას საქართველოზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე.

"2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოსავლები. გაუმჯობესებული საშინაო მაკროეკონომიკური გარემო და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება ინვესტიციების ზრდასაც განაპირობებს. 2017 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

თუმცა, თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკებზე. კერძოდ, ეს კრიზისი საქართველოზე უმთავრესად უნდა გადმოეცეს ექსპორტის და ტურისტული შემოსავლების შემცირებისა და გაზრდილი იმპორტის გზით. თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავაც იქნება ორიენტირებული ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. აღნიშნული რეჟიმი საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, მათ შორის რთული პერიოდების დროსაც.

საქართველო არის მცირე ზომის ღია ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია იმპორტზე და რომელსაც ისტორიულად მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს. შესაბამისად, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე გაცვლითი კურსის მერყეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია რისკებისა და მოწყვლადობების შემცირების კუთხით, ეროვნული ბანკისთვის ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევას ფინანსური დოლარიზაცია წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესების წახალისება და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში.

ინდონეზიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან; სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან; ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან ენტონი დე ლანოისთან და ალტერნატიულ აღმასრულებელი დირექტორთან რიჩარდ დურნბოშთან. შეხვედრა გაიმართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

3 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2 ივლისი, 2020 , 17:05

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

2 ივლისი, 2020 , 14:35

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეებ

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - „საქსტატის“

30 ივნისი, 2020 , 12:10

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე