უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივნისი, 2017 17:15
font-size

კობა კობიძემ იცის ამ სამსახურის სპეციფიკა და აქვს ხედვა - ეკა ბესელია ე.წ. მოსმენების სამსახურის ახლად არჩეულ ხელმძღვანელზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია კომენტარი გააკეთა კობა კობიძის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე. დეპუტატის თქმით, კობიძეს აქვს გამოცდილება და უნარები, რომ ახალ სააგენტოს უხელმძღვანელოს.

„ჩვენ განსაკუთრებული პროცედურა გავწერეთ და ამ პროცედურის სრული დაცვით ავირჩიეთ სამი კანდიდატიდან ერთი. ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალი და ყველა პროცედურის დაცვით ჩატარებული ფარული კენჭისყრა. კობა კობიძემ, რომელსაც ძალიან კარგი გამოცდილება ამ სამსახურში მუშაობის, იცის სპეციფიკა, იცის ახალი კანონმდებლობა, აქვს ხედვა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კითხვები დაგვესვა და ვრცლად მოგვესმინა მისი მოსაზრებები ამ სააგენტოსთან, მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ახალი სააგენტო ახალი ხელმძღვანელით იქნება გარანტი იმისა, რომ იქნება დაცული ყველა ის მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების თემას, ადამიანის პერსონალური და პირადი სივრცის დაცულობას. პროცედურის დაცვით, ახლა უკვე კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს მას პრემიერ-მინისტრს. დროულად, ვადის და პროცედურების დაცვით მოხდა ახალი სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის არჩევა“, - განაცხადა ბესელიამ.

სუს-ის ინფრომაციით, სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის შედეგად 3 კანდიდატიდან არჩევანი გააკეთა კობა კობიძეზე, რომელიც სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

ანა მებურიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი