უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
15 თებერვალი, 2020 17:50
კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მაშველები თოვლში მოყოლილ ტურისტს ეძებენ
კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა.
ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 4 კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.