უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2020 17:40
font-size

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს უწოდებს.

მისი თქმით, კვლევის მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ბოტკოველს ქართული ოცნების წევრებთან შედარებით მაღალი პროცენტული მაჩველებლები აქვთ. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევენებში გაიმარჯვეს, მაშინ ის მზადაა წავიდეს პოლიტიკიდან.

"ე.წ. იფსოსის კვლევის მიხედვით თითქოს მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს პირველივე ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგაშვილი თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში - თუ რომელიმე მათგანმა ვერ მოიგო არჩევნები, მე წავალ პოლიტიკიდან",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

საპირისპირო შემთხვევაში, კობახიძე თანმდებობის დატოვებისკენ მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მოუწოდებს.

"რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება რომ სამივე მოიგებს არჩევნებს, მოდით შევთანხმდეთ რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ის ამაზე ვერ წამოვა, რადგან მხდალი ადამიანია და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ - დავით ჭიჭინაძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით დ

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:56

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,“

არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ - სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი პროცესია რაუნდებს შორის, რათ

გედევან ფოფხაძემ `ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი` დატოვა

24 ნოემბერი, 2020 , 12:55

გედევან ფოფხაძემ პარტია "ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. პარტიაში ამბობენ, რომ ფოფხაძემ გადაწყვეტილება არჩევნებიდან მალევე მიიღო, თუმცა რა გა

საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

23 ნოემბერი, 2020 , 12:06

იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლ

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

22 ნოემბერი, 2020 , 10:57

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს , - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანზიაციაში აღნიშნა