უკან

საზოგადოება

28 ივლისი, 2017 16:55
font-size

კოდას საზოგადოებრივ ცენტრში ნოტარიუსებმა მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“. შეხვედრები უკვე გაიმართა მუხაესტატეს, კაჭრეთის, ჩაქვისა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ამჯერად ნოტარიუსები მოსახლეობას კოდაში შეხვდნენ, სადაც შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გარიგების გაფორმება იყო. ნოტარიუსებმა მოქალაქეებს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების ხელშეკრულების უპირატესობები გააცნეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნოტარიუსი თანაბრად იცავს ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ინტერესს, ის განმარტავს უფლებებს, მოვალეობებს,

ხელშეკრულების შინაარსს. აფრთხილებს მხარეებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვალდებულებების შეუსრულებლობას.თავად უზრუნველყოფს იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მოქალაქეს აღარ უწევს იუსტიციის სახლსა თუ საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოში წასვლა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს და მოქალაქეს სასამართლოსთვის მიმართვა აღარ სჭირდება.

კოდას მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაციები მიიღო მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც: რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, დროულად მიიღონ მემკვიდრეობა, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა.

აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების არცოდნა წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი