უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2018 15:35
font-size

ყოფილ პირველ პირებს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს

პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცვას.

განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა.

ჩუბინიძის განმარტებით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვის გაგრძელება დამოკიდებული იქნება პერსონალურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სამთავრობო დაცვა იმუშავებს აეროპორტებსა და ე.წ. VIP გასასვლელებში.

„ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნას კანონპროექტში. პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის დაცვა მოხდება გადადგომიდან ერთი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, უნდა მოხდეს თუ არა დაცვის გაგრძელება, ძალოვანი უწყებების დასკვნების მიხედვით ანუ შსს, სუს-ი და სხვა უწყებები გამოიკვლევენ, არსებობს თუ არა საფრთხე და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ნებისმიერი რისკის შემთხვევაში სდსს-ი მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ვფიქრობთ, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა მოგვარებულია ასე თუ ისე და ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისე, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ ანუ, სადაც არ არის საჭიროება, დაცვა უნდა მოიხსნას“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

კითხვაზე, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შესაძლოა თუ არა, პოლიტიკური ნიშნით მოხდეს, ჩუბინიძე აცხადებს, რომ ასე ვერ მოხდება.

„დაცვის დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ვერ მოხდება, ვინაიდან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის სამარცხვინო იქნება, თუკი მის პრეზიდენტს რაიმე საფრთხე დაემუქრება“, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

საკვანძო სიტყვები:

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

18 თებერვალი, 2019 , 15:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ

18 თებერვალი, 2019 , 15:25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ოხანასჰვილი_გოგიცჰაისჰვილი_ ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტმა გამოიწვია

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია, რომელსაც 190

დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება

18 თებერვალი, 2019 , 13:05

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება. როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუ

მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 11:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, მიხაელ კრეჩმერმა მამუკა ბახტაძეს მად

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტს იწყებს

18 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს. სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს.