უკან

საზოგადოება

5 სექტემბერი, 2017 16:55
font-size

ყოფილი კოლეგების განწყობა ვიცი, მათთვის მიუღებელია ოქიტაშვილის ბინძური კამპანია და ემიჯნებიან მას - ზაზა აგლაძე

პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ყოფილი ლიდერები პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ოქიტაშვილის გააქტიურებას გამოეხმაურნენ.

როგორც პროფკავშირების გამგეობის ყოფილმა წევრმა, მედიცინის პროფკავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონი ჯანაშიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი გაოცებულია იმით, რომ ერთი თვის წინ ოქიტაშვილი ირაკლი პეტრიაშვილის კარგი მეგობარი იყო, დღეს კი, ნაციონალური მოძრაობის დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს.

„გულწრფელად გაოცებული ვარ, რადგან დავით ოქიტაშვილი ერთი თვის წინ ირაკლი პეტრიაშვილის და გამგეობის სხვა წევრების კარგი მეგობარი იყო, ერთი თვის წინ მხარს უჭერდა პეტრიაშვილის კანდიდატურას, მანამდე მის ყველა გადაწყვეტილებას და ახლა კი ”ნაციონალების” დაკვეთების შესრულებასა და გირგვილიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებთან მეგობრობაში ადანაშაულებს. ადამიანი, რომელიც წლები იყო ჩვენი მეგობარი, თანამოაზრე და კარგად ახსოვს 2012 წლამდე ყველა ჩვენი აქცია, როგორც მედიცინის სფეროსთან დაკავშირებით, ასევე მეტალურგების და მაღაროელების მხარდასაჭერად, დღეს ხათუნა ხოფერიასთან ერთად მადანაშაულებს თითქოს მედიცინის მუშაკთა დასაცავად მე და პროფკავშირებს არაფერი გაგვიკეთებია“, -განაცხადა ჯანაშიამ.

თვითდასაქმებულთა პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარის ზაზა აგლაძის თქმით კი, დავით ოქიტაშვილს ბრძოლა უკვე წაგებული აქვს.

„ოქიტაშვილს ეს ბრძოლა უკვე წაგებული აქვს და მსგავსი განცხადებით ცდილობს ყურადღების მიქცევას. გუშინ ვნახე ჩემი ყოფილი კოლეგები, ყველას განწყობა ვიცი, მათთვის მიუღებელია ოქიტაშვილის ბინძური კამპანია და ემიჯნებიან მას“,-განაცხადა აგლაძემ.

მონიკა დავლიანიძე

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე