უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 აპრილი, 2019 13:25
font-size

`ყოფილი ნაცი` ლაშა ჟვანია ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კურიოზებში გაეხვეს და აქილიკონ”

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილს საბოტაჟს უწყობს:

"ყოფილი ნაცი" ლაშა ჟვანია ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კურიოზებში გაეხვეს და აქილიკონ... კიდევ უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ ეს ვაჟბატონი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და ნაცბანდის მითითებებით მოქმედებს. ლაშა ჟვანია: "სიაში ნამდვილად იყო ჩაწერილი თამრიკო ჭოველიძე, თუმცა პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა." ვინ მფარველობს ლაშა ჟვანიას და საიდან მოდის იგი?! კარიერა ჰქომნდა თავბრუდამხვბევი: 1995 წელს დაამთავრა საერთაშორისო სამართლის განხრით და ეგრევე დაინიშნა სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართვბელოს მესამე მდივნად საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1997 წლის ივლისიდან გადავიდა ამავე სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1998 წლის ნოემბერში გადავიდა საქართველოს საელჩოში ისრაელის სახელმწიფოში, პირველ მდივნად და შემდგომ, კონსულად. 2002–2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუდმივი წევრი. 2003 წლის ნოემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში.

2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის 10 დეკემბერს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სისტემაში მკაცრი მენეჯმენტის და რეფორმების გახორციელების საჭიროების გამო, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად. 2009 წლის 21 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვა სამინისტროს „არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებელი მუშაობის“ გამო. თავის მხრივ, ლაშა ჟვანიამ გილაურს „სუსტი პრემიერი“ უწოდა, რომელმაც მენეჯმენტის ელემენტარული პრინციპები არ იცის და განაცხადა, რომ დაპირისპირება პრემიერ გილაურთან „ძალიან მნიშვნელოვან“ საკითხებზე ჰქონდა, მათ შორის „ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დასაჩქარებელია და სასიცოცხლოდ აუცილებელია“. 2009 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ დააარსა საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია Global Uni Group. 2010 წლიდან, ლაშა ჟვანია, პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელია, ხოლო 2018 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი წერს, ამ ტიპის დანახვაზე, ყოვლთვის ბენდუქიძე მახსენდებაო და იქვე ათავსებს ვიდეოს> იხილეთ ვიდეო:

ზაქარია ქუცნაშვილი თამარ ჩუგოშვილს: დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს

20 ივნისი, 2019 , 12:36

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის Facebook-სტატუსს ეხმიანება. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, პოლიტიკოსს არ აქვს უფლება იყოს სუსტი და თავისი კომფორტით ან დოსკომფორტით ისაუბროს.

რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა - თამარ ჩუგოშვილი

20 ივნისი, 2019 , 12:20

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. "ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს

რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს - სალომე ზურაბიშვილი

20 ივნისი, 2019 , 12:20

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის

ვასაძე არის ივანიშვილის დაშანტაჟების რუსული მექანიზმი - რომან გოცირიძე

19 ივნისი, 2019 , 17:05

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში რუსეთიდან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად ა

გაიგეთ, ღმერთს არ სწყურია ამდენი სისხლი! – მამა პეტრე ლომისობაზე

19 ივნისი, 2019 , 16:20

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ლომისობის დღესასაწაულზე დღეს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს ქრისტიანული ფანატიზმია. “აი, ქრისტიანული ფანატიზმის შედეგი… აი, სად გადის ქართულად დანახული რელიგიუ

თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა - გიორგი ტყემალაძე

19 ივნისი, 2019 , 15:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართალდარღვევები სისხლის სამა