უკან

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 11:40
font-size

ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს - მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მოკლულის ცხედარი საკუთარ სახლში წუხელვე, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენეს.

ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი უცნობია. ოჯახის ერთ-ერთი ვერსიით, ქუთათელაძე დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. გარდაცვლილის ნაცნობებმა აღნიშნეს, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

წინასწარი ინფორმაციით, ყოფილ პარლამენტარს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ და არც ქუთათელაძის კაბინეტიდან გამოსული უნახავთ ვინმე.

საქმეზე გამოძიება განრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2012 წლიდან ის ბიზნესსაქმიანობით დაკავდა. სამსონ ქუთათელაძეს ძმები რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.

საკვანძო სიტყვები:

„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”

18 იანვარი, 2021 , 21:40

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ არ ეთანხმებიან 17 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს იმის შესახებ, რომ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს და ეს რამენაირად აფერხებს მათ ს

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან

18 იანვარი, 2021 , 17:45

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან. "პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა

18 იანვარი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2994 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

18 იანვრიდან “ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა

18 იანვარი, 2021 , 17:15

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდ

ესპანეთი ძალიან მალე გააჟღერებს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმას“ - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინიტრი

18 იანვარი, 2021 , 16:10

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის არანჩა გონზალეს ლაიას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები,

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა

18 იანვარი, 2021 , 15:20

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზრუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმ