უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მარტი, 2024 12:05
font-size

ყოფილი პარლამენტარის გზა `ნაციონალური მოძრაობიდან` `ქართული ოცნების` შემწირველობამდე და 306 მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან

ყოფილი პარლამენტარის გზა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" შემწირველობამდე და 306 მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ შპს "ცეკურმა" 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო.


ამ კომპანიის 63% წილის მფლობელი პარლამენტის ყოფილი წევრი - სერგო ხაბულიანია, 37% წილს ფლობს და დირექტორის პოზიციას იკავებს მისი შვილი, ბექა ხაბულიანი.

როგორც TI წერს, "ცეკურს" მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

"სერგო ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა. იგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018-2020 წლებში სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა და შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და კომპანია "ცეკურმა" "ქართული ოცნებასა" და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 398,000 ლარი შეწირეს, კერძოდ:

  • სერგო ხაბულიანმა 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი - 110,000 ლარი პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს";
  • ბექა ხაბულიანმა 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი - 120,000 ლარი პარტია "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს";
  • ირაკლი ხაბულიანმა 2018 წელს 3,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს,
  • ლელა მეშველიანმა 5,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს
  • შპს "ცეკურმა" 2017 წელს 40,000 ლარი შესწირა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს"

"ცეკურის" ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში

შპს "ცეკური" სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ჯამში 306,909,196 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 290,476,745.8 ლარის ხელშეკრულებები ტენდერებზე მოდის, 16,432,450 ლარის ხელშეკრულებები კი - 23 გამარტივებულ შესყიდვაზე.

"ცეკურს" მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

შპს "ცეკურისგან" მომსახურებას, ძირითადად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყიდულობს: კომპანიამ დეპარტამენტის 27 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა," - წერს TI.

ორგანიზაციის შეფასებით, შპს "ცეკურის" ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამიტომ, TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, რომ შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

16 სექტემბერი, 2024 , 15:21

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლ

აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან, იმოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:50

ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება, &ndash

ნადირობის სეზონის გახსნიდან 20 დღეში უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოვლინდა

16 სექტემბერი, 2024 , 11:33

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინეს. უ

ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:27

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მ

სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:24

სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი

მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე

16 სექტემბერი, 2024 , 11:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი