უკან

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2017 13:00
font-size

ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა" და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც მედიანიუსს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეთანხმების საფუძველზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართული ყოფილი პატიმრები უფასო იურიდიული მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა მელიტონ ბენიძემ.

მემორანდუმის თანახმად, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ბენეფიციარებს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და იურიდიული დახმარების სამსახურში გადაამისამართებს. თავის მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილ პატიმრებს უფასო კონსულტაციასა და უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მხარეები ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას და საჯარო დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობას ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვაში.

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველ, გადახდისუუნარო მოქალაქეებისთვის როგორ დედაქალაქში, ისე რეგიონების მიხედვით უზრუნველყოფს. ამ სერვისით „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარებიც ისარგებლებენ.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი