უკან
საზოგადოება
6 ნოემბერი, 2017 13:00
კოხტას მთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
კახეთში, თელავის რაიონ სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ მედიანიუსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს.
აალების პრევენციისთვის ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ კოხტას მთაზე გამხმარ ფოთოლსა და ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.
ანა მებურიშვილი