უკან
საზოგადოება
2 სექტემბერი, 2017 14:55
კოხტას მთაზე ხანძრის ჩასაქრობად 3 ვერტმფრენია გაგზავნილი
თელავის მუნიციპალიტეტში, კოხტას მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთვება.
როგორც „მედიანიუსს“ შსს-ის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, გზაშია 3 ვერტმფრენი - 1 ქართული, შსს-ის კუთვნილი და 2 ირანული. ადგილზე მუშაობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი.
ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ დგინდება, რამხელა ფართობს მოედო ცეცხლი.
კოხტას მთის ფერდობზე ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. იმის გამო, რომ ადგილი ფოთლოვანი ტყითაა დაფარული და მიუვალია, მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის კერამდე მისვლა ფეხით მოუწიათ.
ანა მებურიშვილი