უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
საზოგადოება
9 სექტემბერი, 2017 11:55
კოხტას მთის ფერდობზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია არ მონაწილეობს
კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია არ მონაწილეობს, ამის მიზეზი ვერტმფრენების ტექნიკური შემოწმებაა.
საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ვერტმფრენები ხანძარსაჭინააღმდეგო პროცესში აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთვებიან.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორი ნიკოლოზ სირაძემ განუცხადა, ადგილზე რჩება 500-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი.
„მთელი დღის განმავლობაში ქროდა ძლიერი ქარი, რამაც, სამწუხაროდ გააღვივა ძველი კერები. მაგრამ ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა არ დაუშვეს ახალი კერების წარმოქმნა და აქტიურად მიმდინარეობს იმ კერების დამუშავება წყლის ჭავლით რომელიც ახლა არსებობს“,-აღნიშნა სირაძემ.
მონიკა დავლიანიძე