უახლესი ამბები
- 27.01.2021 23:22სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
- 27.01.2021 23:07შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
- 27.01.2021 22:01მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
- 27.01.2021 21:52მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
არქივი
საზოგადოება


კოხტას მთის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენები ნისლის გამო ვერ ჩაერთო
კახეთში, ართანას ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის ოპერაციაში დილიდან ვერტმფრენები უნდა ჩართულიყო, თუმცა ამ დრომდე მათი გამოყენება ნისლისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.
მთის ფერდობზე ამ დრომდე ცეცხლის რამდენიმე კერა რჩება. ადგილზე ცოცხალი ძალაა მობილიზებული.რთული რელიეფის გამო მთაზე სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება
თუმცა, როგორც მედიას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ზოგადად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
„სამი-ოთხი კერა არის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იქნას განხილული. ვერტმფრენებს ცოტა ხანი მუშაობის შესაძლებლობა არ ენქებათ დაკვამლიანებისა და ნისლის გამო. ნისლი თავსითავად კარგია, ეს ტენიანობას ნიშნავს. ასე რომ ართანის მიმართულებით ჩვენ სტაბილური, აბსოლუტურად კონტროლს დაქვემდებარებული ვითარება გვაქს“,-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მეოთხე დღეა, კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის, ცეცხლი უკიდია ართანაში, კოხტას მთაზე არსებულ ტყეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები, განსდაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და მოხალისეთა მობილური ჯგუფები.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ართანაში წყლის ავზებით მომარაგება მოხერხდა, რაც ხელს შეუწყობს მაშველებს, ხანძრის ლოკალიზებისთვის საჭირო აპარატები ეფექტურად გამოიყენონ.
დილიდან საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი უკვე გაფრინდა ხანძრის კერების დაზვერვაზე. როგორც კი კვამლი და ნისლი გაიფანტება, ორი ირანული ვერტმფრენი ჩაერთვება სამუშაოებში. ართანის ტყეში სულ სამი ვერტმფრენი იმუშავებს.
ამასთან, მაშველები რჩებიან თუშეთშიც, სადაც ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მხრჩოლავი ადგილების მონიტორინგი ხორციელდება, რათა თავიდან იყოს აცილებული ცეცხლის გაღვივება. ანალოგიური სიტუაციაა სოფელ შილდის ტყეშიც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შილდაში ცეცხლი ხევში ნეშომპალას უკიდია, არის მხრჩოლავი კერები და აქაც მუშაობენ მაშველები.
გუბერნატორის შეფასებით, კრიტიკული ვითარება არცერთ ლოკაციაზე არ არის და ცეცხლის მასშტაბების გაზრდა არ შეინიშნება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
27 იანვარი, 2021 , 23:22
შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
27 იანვარი, 2021 , 23:07

მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
27 იანვარი, 2021 , 22:01

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
27 იანვარი, 2021 , 21:52

„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
27 იანვარი, 2021 , 20:33

ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
27 იანვარი, 2021 , 19:45