უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 სექტემბერი, 2020 12:50
font-size

კოლეგიალობას გვთხოვდნენ მხოლოდ ჩვენ და ჩვენვე გვესხმოდნენ თავს - თინათინ ბერძენიშვილი

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ფორმით ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია.

მისივე თქმით, ასევე მიუღებელია ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმა.

ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლების უფლებების დასაცავად სამართლებრივი გზით იმოქმედებენ.

„პირველი არხი ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რომ დაიცვას თავისი თითოეული თანამშრომელი და სამართლებრივად მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე იყოს დასჯილი – ეს ერთმნიშვნელოვნად.
მინდა, კიდევ ერთ ნაწილზე გავამახვილო ყურადღება. გუშინ უკვე ჩვენი თანამშრომლები და ჟურნალისტები გახდნენ თავდასხმის ობიექტი. მათ დააბრალეს, თითქოს არ დაეხმარნენ დაზარალებულ ჟურნალისტს. ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს, მაგრამ ეს ბრალდება არის ტყუილი და პოლიტიკური მდგენელების შემოყვანა მედიაში. არ შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუდმივად იყვნენ თავდასხმის ობიექტები; არ შეიძლება, ვიღაცისთვის რაღაც დაშვებული იყოს და ჩვენთვის დაუშვებელი; კოლეგიალობას გვთხოვდნენ მხოლოდ ჩვენ და ჩვენვე გვესხმოდნენ თავს. მე არავის მივცემ უფლებას, პირველი არხი ჩააყენონ თავდაცვით პოზიციაში და ვიქნები თითოეული ჩვენი ჟურნალისტის დამცველი. ყველაფერს გავაკეთებთ სამართლებრივი გზით, ჩვენი ჟურნალისტების დაცვის ნაწილშიც ყველა ორგანიზაციას მივმართავთ, დაიცვან ჩვენი ჟურნალისტები, ის ჟურნალისტები, რომლებიც ნამდვილად ყველაზე ნეიტრალურები, მფლობელის ინტერესებისგან აბსოლუტურად დაცლილები არიან“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

გუშინ, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები - კელი დეგნანი

22 ოქტომბერი, 2020 , 17:30

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. „საერთაშორის

რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ?...ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდი - მიხეილ სააკაშვილი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სააკაშვილი მძევლების აყვანისა და სპეცოპერაციის შესახებ FACEBOOK მი

შსს-ს აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ იყოს დაკავებული - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ ს

უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი - გია ვოლსკი

22 ოქტომბერი, 2020 , 15:30

არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პოლიტიკურად შეფუთული ბანდიტობები, ტერორისტული აქტები ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „შავზე რომ თეთრი თქ

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია - სერგი კაპანაძე

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ხელისუფლებამ პოლიტიკური აფილაციები შემოიტანა ისეთ თემაში, სადაც პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გუშინ, ზუგდიდში განვ

სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით - რომან გოცირიძე

22 ოქტომბერი, 2020 , 11:45

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხ