კოლორადოში ნაპოვნია ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძრის პირველი მსხვერპლი (ვიდეო)
29.06.2012 18:14
აშშ–ს დასავლეთით ისევ მძვინვარებს ტყის ძლიერი ხანძარი. ახლა ეპიცენტრი ქალაქ კოლორადო–სპრინგშია. ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია ასობით საცხოვრებელი სახლი და 30 ათასს ადგილობრივ მცხოვრებს დაატოვებინეს საშიში რაიონი.
ხანძრის პირველი კერები კოლორადოში 9 ივნისს დაფიქსირდა. კვირის დასაწყისამდე ზიანის მხრივ ხაი–პარკის რაიონში ლარიმერის ირგვლივ ხანძარი იყო ყველაზე ძლიერი, სადაც 200 სახლზე მეტი დაიწვა. ხანძარს „შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელიც“ კი უწოდეს. კოლორადო–სპრინგში პარასკევს ღამით გახდა ცნობილი პირველი მსხვერპლის შესახებ. ცხედარი, რომელიც გაურკვეველია ქალისაა თუ მამაკაცის, ერთ–ერთი სახლის დამწვარ ნარცენებში იპოვეს. კიდევ ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
„ზოგ რაიონში აღარაფერი დარჩა. სურათი ისეთია, როგორც ბირთვული აფეთქების შემდეგ“,– განაცხადა კოლორადო სპრინგის მერმა სტივ ბახმა. მისი სიტყვებით, დამწვარი ქონების მფლობელები მანამდე გაიყვანეს ეპიცენტრიდან.
ბოლო მონაცემებით, ცეცხლმა გაანადგურა 346 სახლი. მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლში გახვეული ფართობის 15 პროცენტით შემცირება. ახლა საფრთხე ემუქრება 20 ათასამდე საცხოვრებელ სახლსა და 100–მდე დაწესებულებას. ხანძრის ბოლი კოლორადოში კოსმოსიდანაც შეიმჩნევა.
რა გახდა ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი აქამდე უცნობია. ადგილზე მუშაობენ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელბი, თუმცა მათი ძალისხმევა მცირე წარმატებით შემოიფარგლება: დაიჭირეს ორი მძარცველი, რომლებიც გადამწვარ ცარიელ სახლებს ქურდავდნენ.
ამჟამად ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა იუტას ცენტრალურ ნაწილში, სადაც გადაიწვა ტყისა და საძოვრების 800 ჰა–ზე მეტი.


















