უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ნოემბერი, 2025 14:46
font-size

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.

მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-ანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო.

მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამის გავლისას მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას- მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის სურვილი 7000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, სკოლას უკვე 1500-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომელთაგან 300 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge.

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი