უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 დეკემბერი, 2016 15:00
font-size

კომერციულ ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად - მიხეილ დუნდუა

ლარიზაცია დედოლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, საქართველოს გაეწია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აუცილებელია მოხდეს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა, მიხეილ დუნდუამ და აქცენტი კომერციული ბანკების მხრიდან ლარის დარეზერვებაზე გააკეთა.

„დედოლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გაეწია რეკომენდაცია სავალუტო ფონდის მიერ, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის, ასევე, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო ფონდმა შექნა სპეციალური, დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც იკვლევენ ამიერკავკასიაში და ცენტრალურ აზიაში დედოლარიზაციის მიმდინარე პროცესს.

ამ რეკომენდაციებიდან უნდა მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება მხოლოდ მცირედით. ამ რეკომენდაციებიდან არ უნდა იქნას გამოტოვებული არცერთი კომპონენტი, კერძოდ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს კომერციული ბანკების მიერ ლარის დარეზერვება.

დღეის მდგომარეობით, კომერციული ბანკები დოლარში მოზიდული დეპოზიტების 20%-ს სავალდებულო წესით არეზერვებს ეროვნულ ბანკში. ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. თუ შევასრულებთ სავალუტო ფონდის სპეციალისტთა რეკომენდაციას, კომერციულ ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად. კომერციული ბანკების მიერ დარეზერვება უნდა მოხდეს ლარში, შემოტანილი უცხოური ვალუტიდან კომერციულმა ბანკებმა უნდა დაარეზერვონ 20%, შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ დარეზერვებული თანხის ლარზე გადახურდავება. კომერციული ბანკები, ამ შემთხვევაში, თავად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ გამყარდეს ლარი”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ნინო ექვთიმიშვილი

მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან - მაია ზავრაშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:10

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია ზავრაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან. „იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის

დავით საგანელიძემ კასპში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარე აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

22 იანვარი, 2020 , 11:40

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად,

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის - დოლარი - 2.8877 ლარი, ევრო - 3.2077 ლარი, ფუნტი - 3.7676 ლარი

21 იანვარი, 2020 , 17:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8877 ლარი ეღირება, ევრო – 3.2077 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7676 ლარი. 21 ია

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

21 იანვარი, 2020 , 15:35

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 21 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულე

დერივატივების კანონის მიღებით ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - ეროვნული ბანკი

21 იანვარი, 2020 , 13:00

საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8770 ლარი ეღირება

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8770 ლარი ეღირება, ევრო -3.1892 ლარი, ხოლო გირვანქა სტერლინგი - 3.7369 ლარი. 20 იანვარის ოფიციალური კურსით კი ერთი ამერი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`