უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 აგვისტო, 2017 13:40
font-size

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება გაზრდილია

საქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 154.1 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19.0 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 205.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 51.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.2 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (0.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით ნაკლები).

2017 წლის ივლისის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 157.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 9.9 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.68 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

12 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7166 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7146 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.002 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ე

ინოვაციებზე დამყარებული მაღალი დამატებითი ღირებულებების სექტორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის - გიორგი ქობულია

12 ნოემბერი, 2018 , 15:40

თბილისის ტექნოპარკში დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოს

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

10 ნოემბერი, 2018 , 09:00

9 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7146 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.59 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

9 ნოემბერი, 2018 , 17:40

9 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7146 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7505 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.59 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ე

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

9 ნოემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს: 2018 წლის 9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.722

სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მლნ ევროს გამოყოფს

9 ნოემბერი, 2018 , 15:00

2018 წლის 9 ნოემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმდა შეთანხმება 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`