უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 აპრილი, 2017 14:45
font-size

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ერთ თვეში 307.4 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 307.4 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი აპრილისთვის 18.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 396.6 მლნ ლარით (5.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 704.1 მლნ ლარით (5.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.2 მლრდ ლარის (4.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი).

2017 წლის მარტის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 63.2 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 9.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.07 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`