უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 მაისი, 2018 11:30
font-size

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ერთ თვეში 478.0 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 478.0 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 207.8 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.2 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.2 პროცენტით ნაკლები).

2018 წლის აპრილის განმავლობაში 2.5 პროცენტით ანუ 297.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 12.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.73 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით).

ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება

21 თებერვალი, 2019 , 11:44

თიბისი ბანკთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ: ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს, რაზეც გვინდა გ

მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს - ნათია თურნავა

21 თებერვალი, 2019 , 11:10

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა

20 თებერვალი, 2019 , 17:20

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. “ეროვნული ბანკი ახორციელებს საკრედიტო ზრდით გამოწვეული

ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 12:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი

ვენა - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

20 თებერვალი, 2019 , 12:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს. რეიტინგის მოთხ

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გა