უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 მაისი, 2018 15:10
font-size

კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს

საბანკო სისტემის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიშების გამოქვეყნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესის" მიხედვით განხორციელდა.

ბანკების მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშები მოიცავს კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას. ასევე რაოდენობრივ ინფორმაციას უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და საოპერაციო რისკების შესახებ. პილარ 3-ის წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ანგარიშები შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კორექტირებებს, რაც ასევე მითითებული იქნება მოცემულ ბმულზე.

აღნიშნული წესის ფარგლებში ბანკები უკვე აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშგებებს, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების, ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ელემენტებისა და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ.

პილარ 3 ბაზელ III-ის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის განახლებულ ჩარჩოზე მუშაობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2015-2017 წლებში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჩარჩოს მოთხოვნების ანალიზს თანმიმდევრულად ახორციელდება. ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები შეესაბამება ბაზელის კომიტეტის განახლებული პილარ 3-ის ჩარჩოსა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ჩარჩოს დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში.

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

14 სექტემბერი, 2020 , 12:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.