უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მაისი, 2018 12:15
font-size

კომისიამ მედია წიგნიერების პროექტი ჟურნალისტებისთვის ცნობილი მედია მენეჯერის მასტერ კლასით დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო. კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, Long Island University-ის პროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელმაც დღეს ქართველი ჟურნალისტებისთვის მასტერ კლასი ჩაატარა. მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედიასაშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიც არის CNN-ი, CBS და Public Broadcasting Service.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების განვითარებისთვის უახლოეს მომავალში მედია აკადემიას დააფუძნებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განუცხადა. მისი თქმით, მედია აკადემიის დაფუძნების მიზანი და ამოცანა ქვეყანაში მედია წიგნიერებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას 4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პირველი კომპონენტი, რომელიც მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში ამუშავდება, იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია მედიის წარმომადგენლებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.

მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი იმის გასარჩევად, თუ როგორ მედია პროდუქტს მოიხმარენ.

მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება. მაშინ, როცა ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე - არა თუ მომხმარებელს, არამედ, კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია მომხმარებელს დაეხმარონ ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში.

მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები.

კომისიის თავმჯდომარემ, დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში, ხარისხიანი და კარგი მედია პროდუქტის შესაქმნელად ერთადერთი ინსტრუმენტი მედია წიგნიერების განვითარებაა.

მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, რომლიც - ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებას მოიცავს.

ამერიკელი მედია ექსპერტი მიჩ სემელი საქართველოში კომისიის მოწვევით ორი კვირით ჩამოვიდა და მედიის წარმომადგენლების გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებისთვის 2 კვირიანი ტრეინინგი ჩაატარა.

მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერ კლასი 4 მაისს გაგრძელდება.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

25 იანვარი, 2020 , 14:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ განათლების,

თურქეთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან — საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში, ელზაგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში, ქალაქ სივრის

2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

25 იანვარი, 2020 , 11:35

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენ

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

25 იანვარი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიე

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა

25 იანვარი, 2020 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სა

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

25 იანვარი, 2020 , 10:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამსდა დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`