უკან

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 12:30
font-size

კომისიამ შპს „TV3“ და შპს „ტელერადიო კომპანია ექსკლუზივ ტვ“ წერილობით გააფრთხილა, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ12“-ს მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „TV3“ და შპს „ტელერადიო კომპანია ექსკლუზივ ტვ“ კანონით განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო წერილობით გააფრთხილა, შპს „ტელერადიო კომპანია ატვ12“-ს მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხახედბაშია ნათქვამი:

„’’მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

კომისიამ სამივე მაუწყებელს ზემოთაღნიშნული ვალდებულების თაობაზე გამაფრთხილებელი წერილი ორჯერ გაუგზავნა, თუმცა არც ერთ მათგანს ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია. შპს „TV3“-ს და შპს „ტელერადიო კომპანია ექსკლუზივ ტვ“-ს კომისიამ წერილობითი გაფრთხილება დააკისრა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ათი სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა დაავალა. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ12“-ის მიმართ კი სანქციის დაკისრების თაობაზე ადმინისტარციული წარმოება შეწყვიტა, რადგან კომპანიამ წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად წარმოადგინა“, - - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8944 ლარი გახდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია - ელიზაბეთ რუდი

27 იანვარი, 2020 , 16:20

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო

7-მილიონიანი დოლარის მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება - ირინა აბულაძე

27 იანვარი, 2020 , 16:20

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ 2020 წლიდან ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყება. USAID-ის ახალი, 7-მილიონიანი დოლარის მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა

„თუ არ დაიცავენ კანონს, პოლიტიკურ სანაგვეზე მოხვდებიან“ - საკრებულოს შესასვლელთან ცარიელი ნაგვის ურნა დადგეს

27 იანვარი, 2020 , 14:15

საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობისა" და მოძრაობა „შეცვალეს" აქცია დასრულდა. ისინი საკრებულოში შესვლასა და თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. მათი მოთხოვნაა, „ქართულმა ოცნებამ" ლ

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - პალიასტომის ტბაზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

27 იანვარი, 2020 , 14:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვ

ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

27 იანვარი, 2020 , 12:55

გვიან ღამით ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი. მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`