უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მაისი, 2017 16:00
font-size

კომისიაში მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროპის საბჭოს მიერ დაფინასებული „საქართველოს კანონმდებლობისა და აუდიოვიზუალური მედია დირექტივის დაახლოების პროცესში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში, ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)“ პროექტის - „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარება“ -მხარდაჭერით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჟან ფრანსუა ფურნემონმა „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №2010/13/EU დირექტივა აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორცილებელი ცვლილებების რეკომენდაციები შეიმუშავა.

30-31 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მაუწყებლებთან გაიმართა შეხვედრა. მოწვეულ სტუმრებს ევროპის საბჭოს ექსპერმა პრეზენტაცია ჩაუტარა და დაინტერესებული პირების კითხვებს უპასუხა. რეკომენდაციები ეხება გამოძახებით აუდიო-ვიზუალურ მომსახურებებს (VOD), ვიდეო გაზიარების პლატფორმის (Video Sharing Platform) რეგულირებას, მედიაში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, სიძულვილის ენის რეგულირებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას და სხვა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს კი საქართველოს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)“ ექსპერტები ეწვევიან და ასევე გამართავენ მაუწყებლებისთვის და არასამათავრობო ორგანიზაციებისთვის პრეზენტაციას.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი