უკან

ეკონომიკა

8 ივნისი, 2018 13:10
font-size

კომისიიდან ჩემი აცილების მოთხოვნა მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! - ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის მოთხოვნას მისი კომისიიდან აცილების შესახებ.

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.

ეს განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!

მე არცერთ ეთერში და მათ შორის რუსთავი 2-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.

ნაც. მოძრაობას რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!

ძალიან უცნაურია, იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.

ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის...“, -დაწერა დეპუტატმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ კომისიის ხელმძრვანელთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 17-კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ ეკა ბესელიას არ ენდობა და მისი აცილება მოითხოვა.

„ბესელიას რატომ არ ვენდობი? „რუსთავი 2“-ზე კადრები გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ამ ადამიანს არ ვენდობი. კომისიას იმ ნაწილში ვენდობი, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ პირებს, ვინც ეს საქმე გააყალბა და შეთითხნა“, – განმარტა სარალიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

26 ივნისი, 2019 , 16:41

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარია, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის ეროვნუ

ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „ეარ ასტანას“ პრეზიდენტს შეხვდა

26 ივნისი, 2019 , 15:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის „ეარ ასტანას“ (Air Astana) პრეზიდენტ პიტერ ფოსტერს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციი

მივყვებით ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით - ნათია თურნავა

26 ივნისი, 2019 , 13:25

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადად, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი, - ამის შესახებ ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ივნისისთვის - დოლარი - 2.8333 ლარი, ევრო - 3.2260

25 ივნისი, 2019 , 17:47

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8333 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7945 ღირდა. შესაბამისად, ლარი

ეროვნული ბანკი სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებზე ინფორმაციას ავრცელებს

25 ივნისი, 2019 , 15:55

მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერაქტიულ პრესრელიზებს აქვეყნებს სესხებისა და დეპოზიტების ყოველთვიური მონაცემების შესახებ. მათში დეტალურადაა აღწერილი რეზიდენტი კომერციუ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 ივნისი, 2019 , 14:35

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმ