უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2017 16:55
font-size

კომიტეტში შევთანხმდით, რომ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ - ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე იქნება მორგებული.

„საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე, სადაც არის 70-ზე მეტი ექსპერტი, პოლიტიკოსი, აკადემიური წრეების წარმომადგენელი, გამოცხადდა, რომ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ. ეს არის ერთადერთი თემა, რომელზეც ვართ შეთანხმებული, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვექნება საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არაა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ისაა ზეპარტიული პერსონა, რომელიც პოლიტიკურ საკითხებსა და ვნებათაღელვაზე მაღლა უნდა იდგეს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი, მათ შორის სიმბოლური ფუნქციებიც. მაგრამ ძალიან განსხვავდება საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები საპრეზიდენტოს ან ნახევრად საპრეზიდენტოს უფლებამოსილებებისგან. პრემიერ-მინისტრია ძირითადი თავმჯდომარეცა და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელიც, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც, ამიტომ კონსტიტუცია ამაზე იქნება მორგებული“, - განაცხადა ძიძიგურმა.

საკონსტიტუციო კომიტეტის წევრის განცხადებით, ეჭვი, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული, არასწორია.

ძიძიგური აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებები.

„რაც შეეხება სპეკულაციას, რომ ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართული, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეეხება მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს. ყველა ვერსია ისეა შეთანხმებული, რომ კონსტიტუციას თუ მივიღებთ წლის ბოლომდე ან მომავალი წლის გაზაფხულზეა მისი მყისიერი ამოქმედება ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ იყოს პარალელური სტრუქტურები, ძალიან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული უშიშროების საბჭოს, საგარეო პოლიტიკის გამართვის საკითხი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რა დოზით მონაწილეობს პრეზიდენტი და ა.შ.. ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ძიძიგურის თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.

ანა მებურიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი