უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2020 17:25
font-size

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით ფრენა განახორციელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, დღეს, 26 მარტს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით ფრენა განახორციელა.

ბორტზე 175 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ რეისზე ძირითადად იმყოფებოდნენ ის მგზავრები, რომლებსაც 22 მარტის თბილისი-ვენა-თბილისის გეგმიურ რეისზე ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა.

უწყების ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში უახლოეს მომავალში, კერძოდ 31 მარტს, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი შესრულდება, იმავე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის მგზავრები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შემდგომ განრიგის თანახმად შესრულდება რეისები: თბილისი- ვარშავა - თბილისი (3 აპრილი), თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი), თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი).

აღნიშნულ ფრენებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდზე.

უწყების ცნობით, რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდებზე.

ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“, რომელიც შეასრულებს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „ლოტის“ გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ასევე მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „ჯეორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს კომპანიის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისის თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ რეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 -დღიან სავალდებულო კარანტინს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, გათიშეთ LIVE სიგნალი – შსს ტელევიზიებს და მობილურ ოპერატორებს

21 ოქტომბერი, 2020 , 18:16

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში საქართველოს ბანკში ყაჩაღობასთან და მძევლების აყვანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. უწყება მედიასაშუალებებს და მობილურ ოპერატორებს მოუწოდებს, გათიშონ LIVE სიგნალები. “ყველა მ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარი გახდა

21 ოქტომბერი, 2020 , 17:44

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-სთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად - „საქართველოს ბანკი“

21 ოქტომბერი, 2020 , 17:40

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდში ბანკის ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშ

სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს - ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი, 2020 , 17:20

სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, წლის დასაწყისთან შედარებით, დღეს 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება ყოველ

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, ესენი არიან პირველ რიგში, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები და ისინი, ვისაც სწრაფად უმძიმდება ვირუსი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2020 , 17:20

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, ესენი არიან პირველ რიგში, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები და ისინი, ვისაც სწრაფად უმძიმდება ვირუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2020 , 17:20

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდა.შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. იგორ დოლგოვი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ხაშური. საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია