უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 აგვისტო, 2019 11:24
font-size

კომპანია „ნანოკრედიტი“ 1 510 179.72 ლარის დავალიანებით კოტრდება, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებები კი - უცნობია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ კომპანია „ნანოკრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარე გამოძიება (სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა) ამ დრომდე, კონკრეტული შედეგების გარეშეა დარჩენილი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ნანოკრედიტის“ თამასუქარებთან დაკავშირებით პირველი განცხადება 2019 წლის 4 თებერვალს გააკეთა და საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება, თუმცა სებ-მა კომპანიასთან საზედამხედველო უფლებამოსილება გამორიცხა. 2019 წლის 12 აპრილს, შპს „ნანოკრედიტის" წარმომადგენლებმა, ირაკლი კაპანაძემ და მამუკა ყავლაშვილმა განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ნანოკრედიტის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. 2019 წლის 15 აპრილის სასამართლო განჩინების მიხედვით, კომპანია აღნიშნავს, რომ მოვალე უუნაროა გადაიხადოს ვადამოსული კრედიტორული დავალიანებები. მას არ გააჩნია ქონება, რომლის რეალიზაციითაც შეძლებდა კრედიტორული დავალიანებების გასტუმრებას. განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე საბოლოო ნაშთები შეადგენს 574 ლარს და 44,3 აშშ დოლარს. კომპანიის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 400059,34 აშშ დოლარს, 25 965 ევროს და 294 676 ლარს. დავალიანების ნაწილი - 67 950 აშშ დოლარი, 17635 ევრო და 53606 ლარი არის ვადამოსული დავალიანება, ხოლო დავალიანების ნაწილი წარმოეშობა ეტაპობრივად 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე. 2019 წლის 12 აპრილის მდგომარეობით მოვალის პასივები განისაზღვრება 1 452 190,35 ლარით, ხოლო აქტივები - 203 596,49 ლარით. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, კომპანიის სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალწარმოების პროცესში გაეცნო მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის წერილს, რომლის თანახმადაც, საწარმოს საკუთრებაში გააჩნდა ორი უზრუნველყოფილი კრედიტორის 1240 გრამი ოქრო. კერძოდ, 54 870 ლარისა და 56 241.75 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოძრავი ქონება განთავსებულ იქნა „ტერა ბანკის“ სათაო ოფისის არსებულ სეიფში, თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა „ტერა ბანკის“ წერილი, სადაც ბანკის განცხადებით, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა და ამავდროულად, ბანკში არ ინახებოდა „ნანოკრედიტის“ კუთვნილი ოქრო. აღმოჩნდა, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე შპს „ნანოკრედიტმა“ გაასხვისა მოთხოვნის უფლება სალომბარდო სესხებზე, რომლითად დაფარული იქნა ბანკის ვალი და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ერთ-ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი. ამასთან, დოკუმენტური ინფორმაციის საფუძველზე, შპს „ნანოკრედიტს“ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, კრედიტორული მოთხოვნით, ჯამში 1 510 179.72 ლარის ოდენობით. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას გააჩნია 34 პირის მიმართ დებიტორული მოთხოვნა, რაც ჯამში შეადგენს 104 832,51 აშშ დოლარსა და 101 510.02 ლარს.

ორგანიზაციას 2019 წლის იანვარში, კომპანიის არაერთი თამასუქის მფლობელი მოქალაქე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან „ნანოკრედიტმა“, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შეწყვიტა განთავსებულ თანხებზე პროცენტის თანხის დარიცხვა და არც ვადამოსული თამასუქის ანაზღაურება მოუხდენია. ორგანიზაციამ შეისწავლა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ კომპანია ხდებოდა გადახდისუუნარო. დადგენილია, რომ კომპანია „ნანოკრედიტი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლის 28 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ირაკლი ბერძენაძეა, რომელმაც მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო, საქართველო დატოვა. მიუხედავად კომპანიის დირექტორის უცნობი ადგილმდებარეობისა, ირაკლი ბერძენაძე ეკონომიკის ექსპერტის სტატუსით არაერთ კომენტარს სთავაზობს ქართულ მედია-საშუალებებს, მათ შორის აკრიტიკებს „ახალგაზრდა ადვოკატებს“ შპს „ნანოკრედიტის“ საქმეზე განხორციელებული სამოქალაქო ადვოკატირების გამო.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ ორი თამასუქარის საქმე შპს „ნანოკრედიტის“ მიმართ 2019 წელს წარმატებით დაასრულა, რამაც კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის გახმაურება გამოიწვია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დღეს კომპანიის 34 თამასუქარი განთავსებული სახსრების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. ხელშეკრულებების ნაწილი - ვადამოსულია, ნაწილი კი წარმოადგენს ბლოკირებულ თამასუქს, კომპანიის მოძრავი და უძრავი ქონების თაობაზე ინფორმაცია კი - უცნობია.

ორგანიზაცია გაეცნო მომხმარებლებთან კომპანიის მხრიდან 2018 წელს დადებულ ხელშეკრულებებსაც, რომლის დათქმები და პირობებიც, კაბალურია და განთავსებული თანხების დაკარგვის შესაძლებლობაზე მიუთითებდა. კერძოდ, პროცენტიანი მარტივი - „ნანო თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.9 ქვეპუნქტი შეიცავდა მომხმარებლის მიმართ შემდეგ შინაარსის პირობას და შეტყობინებას: „„ნანოკრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ „ნანოკრედიტში“ სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს“ (სტილი დაცულია).

შეწყვეტს თუ არა საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო, ცნობილი მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობაზე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემდგომ გახდება ცნობილი. სწორედ ამ საფუძვლით 2019 წლის 25 ივლისის კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისთვის.

საქმეს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი განიხილავს.

NS

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესი

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბექა კვიციანი დააკავეს

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემ

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ, 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებ

თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

12 ნოემბერი, 2019 , 14:50

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაა

დააკავეს დედა, რომელიც შვილებს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არა