უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივლისი, 2017 12:25
font-size

კომპანია, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა, წინასწარ იყო გაფრთხილებული, დაეცვა უსაფრთხოების ზომები - დიდუბის გამგებელი

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი დიდუბეში საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შედეგად მუშის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, კომპანია, რომელიც სახლის დემონტაჟს აწარმოებდა, წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ დაეცვა უსაფრთხოების ზომები.

დიდუბის გამგებლის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი წალენჯიხიდან იყო.

„კერძო კომპანია, გაფრთხილებული იყო, დაეცვა უსაფრთხოების ზომები. ორშაბათსაც გავაფრთხილეთ, თუმცა გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავდა სამი ადამიანი. გარდაცვლილი წალენჯიხიდან არის. გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში იტალიურ ეზოში ავარიული სახლის დემონტაჟისას კედელი ჩამოიშალა, რასაც ერთ-ერთი მუშა - 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კიდევ სამი დაშავებული მუშა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი