უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 თებერვალი, 2020 11:50
font-size

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.

თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

მოგეხსენებათ, 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება“, – აცხადებენ მერიაში.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ. და 485 გრ. უაქციზო თუთუნი ამოღეს

17 თებერვალი, 2020 , 20:01

14-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებულ

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

17 თებერვალი, 2020 , 16:35

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების და გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

17 თებერვალი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტ

22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

17 თებერვალი, 2020 , 14:55

22 ნოემბერს, სუს-თან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 5 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. მოსამართლე ივანე ღლონტმა ნიკა პეტრიაშვილი, ბექა პეტრიაშვილი, ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური და თ

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

17 თებერვალი, 2020 , 12:30

სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წ

2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა

15 თებერვალი, 2020 , 15:20

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, 2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს ლ.ს.-ს მკვლელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`