უკან

ეკონომიკა

8 აპრილი, 2020 15:50
font-size

კომპანიების საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო გადამოწმების პროცესი გეგმაზომიერად, წარმატებით მიმდინარეობს - ნათია თურნავა

„გეგმაზომიერად და ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ბიზნესის ახალ წესებთან ადაპტაციის პროცესი - 6 და 7 აპრილის განმავლობაში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებების გაერთიანებული ძალებით მთელი საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 76 კომპანია, აქედან 40 კომპანიაა ისეთი, რომლებსაც დროებით შეჩერებული აქვს საქმიანობა და აპლიკაციის სახით სამინისტროში შემოიტანეს განაცხადი საქმიანობის გასაგრძელებლად. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26, ხოლო 14 კომპანიას დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა გარკვეული დრო გამოსასწორებლად. გადამოწმების პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანიები, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც დრო მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას ისე, რომ სრულიად დაცულები იქნებიან ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, განსაზღვრულია რამდენიმე პრიორიტეტული კრიტერიუმი, თუ რომელი ბიზნესი გადამოწმდება სხვებთან შედარებით უფრო ადრე.
„პირველ რიგში, ეს არის მიწოდებათა ჯაჭვი, რომლის მიხედვით ესა თუ ის ბიზნესი ემსახურება და აწვდის პროდუქციას კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს - მაგალითად, ეს არის კვების ინდუსტრიისთვის ან სამედიცინო დარგისთვის გარკვეული მასალების და საქონლის, ასევე სისტემაშექმნელი საწარმოებისთვის ღირებულებათა ჯაჭვში გარკვეული პროდუქტის ან სერვისის მიწოდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის