უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივლისი, 2020 11:20
font-size

კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს, უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით - კახა ბექაური

„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით,“ – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

„კანონპროექტი თავიდანვე ემსახურებოდა, რომ კომუნიკაციების კომისიას მთავრობასთან ერთად ელექტრონულ კომუნიკაციებში შემოეტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებისთვის, მათ მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დამატებით ეფექტიანი მექანიზმების შექმნას.

როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გვაქვს საუბარი, ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შემოდის, მარტო კერძო ბიზნესი არ არის. ვიცით, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დიდ გავლენას ახდენს თვითონ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ძალიან კრიტიკულია ეს მომხმარელისთვის. მომხმარებლის ინტერესებია დასაცავი, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა საკუთარ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ.

პირველი მოსმენით რაც მიიღო კომიტეტმა, მას შემდეგ დარჩა შემდეგი ნაწილები: ეს არის კონკურენციის ანუ კონცენტრაციის საკითხები – ბენეფიციარის ცვლილება ან შერწყმა თუ ხდება, რომელიც კონკურენციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს ბაზარზე, მეორე არის თავისუფალი დაშვება – მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორები საკუთარ ინფრასტრუქტურაზე სხვა საშუალო და პატარა ოპერატორებისა და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და კონკურენციას ავითარებენ, მესამე – სატარიფო რეგულირება. ამის დარღვევის შემთხვევაში, კომისიამ პირველი მოსმენით დამატებით უფრო ეფექტიანი მექანიზმი მიიღო, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ჯარიმები თუ არაეფექტიანი იყო, კომისიას დროებითი მმართველის შეყვანის საშუალება ექნება. ეს თავისთავად დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა ამ სამ კომპონენტში ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ ბაზარზე და რაც მთავარია, მომხმარებლის ინტერესები არ შეილახოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სამივე მექანიზმზე არსებობს სასამართლო კონტროლიც.

„სასამართლოს კონტროლი ამ სამივე მექანიზმზე არსებობს, ოღონდ, რაც ეხება სპეციფიკურ ვალდებულებას, რომელიც არის დაშვების ვალდებულება და ტარიფების რეგულირება. კომისია მიმართავს სასამართლოს, თუ ოთხჯერ დარღვევის შემდეგ კომპანიამ მაინც არ აღასრულა კომისიის გადაწყვეტილება. მხოლოდ ოთხი სანქციის შემდეგ ირთვება ეს მექანიზმი. აქ ახალი არაფერი არ არის. ლიცენზიისა და ნებართვების კანონში ლიცენზიის პირობების არშესრულებისთვის ეს მექანიზმი დღეს უკვე არსებობს“, – აღნიშნა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოში შესაძლებელი იქნება დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც.

„რაც შეეხება წილის გასხვისება-შერწყმას, რომელიც წარმოადგენს კონცენტრაციის საკითხებს, აქაც სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ოღონდ ოდნავ სხვა წესით ხდება; კომისია ნიშნავს დროებით მმართველს, მაგრამ კომპანიებს, სადაც დაინიშნება თუ დაინიშნა დროებითი მმართველი (ასევე ოთხი სანქციის შემდეგ ხდება დროებითი მმართველის დანიშვნა), არის ამ გადაწყვეტილების ანუ დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს, რომ სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე