კომენტარი
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს ითამაშოს მარტივი პოლიტიკური თამაში - ევროპული საქართველო
,,ევროპული საქართველო’’ პარტიის პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პასუხობს.
როგორც პარტიის წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საეთერო ბადეში პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს და ეს ფაქტი იყო ხელისუფლების მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების კიდევ ერთი მცდელობა.
„კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს ითამაშოს მარტივი პოლიტიკური თამაში, რათა პოლიტიკური გარემო და პოლიტიკური კონკურენტები დაასუსტოს და ჩაუხშოს მას წვდომა საზოგადოებისკენ მიმავალ გზებზე. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა არის ტელევიზიები.
გუშინ გამოქვეყნებული წერილი არის სამართლებრივად აბსოლუტურად აბსურდული და ლოგიკურად გაუმართავი. საქართველოში კანონი არ გვეუბნება, რომ არასაარჩევნო პერიოდში არ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა ტელევიზიის მეშვეობით გაუშვან პოლიტიკური რეკლამა,“-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი