უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 12:50
font-size

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდამჭერი პროექტი 12 დეკემბერს გაიხსნება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში“ - გახსნის საზეიმო ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „რუმს თბილის“-ში გაიმართება.

დაძმობილების პროექტი, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის მხრიდან ძირითადი პარტნიორია ლიტვის რესპუბლიკა, თანაპარტნიორები კი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პოლონეთის რესპუბლიკა. პროექტი მთლიანად ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სიღრმისეული შესწავლა და მისი ევროკავშირის მარეგულირებელ ნორმატიული ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ex ante რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრების განსაზღვრა, ფართოზოლოვან მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და უნივერსალური მომსახურებით უზრუნველყოფის მიზანშეწონილობის შესწავლა.

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს