უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომი“, „ბილაინი“ და „ჯეოსელი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ოპერატორები შპს „მაგთიკომი“, შპს „ბილაინი“ და შპს „ჯეოსელი“ სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმების წესის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის ინფორმაციით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება მობილურ ოპერატორს ეკისრება. ამავე რეგულაციების თანახმად, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორის შემოწმების ვალდებულებაც ოპერატორს ეკისრება.

,,კომისია პერმანენტულად ატარებს მობილური ოპერატორების მონიტორინგს. 2017 წლის 7 სექტემბერს ჩატარებული შემოწმების შედეგად, სამივე მობილურ ოპერატორთან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა - სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმება და სიმ ბარათების შეძენა. სამივე მობილურ ოპერატორთან შესაძლებელი გახდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე და მცდარი პირადი მონაცემებით სააბონენტო ხელშეკრულების დადება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მობილური ოპერატორის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემული სააბონენტო ნომრები ხშირ შემთხვევებში გამოიყენება ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. „სიმ ბოქსები“), რომელთა საშუალებით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნა. ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელის იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც თავად ოპერატორს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომხმარებელთან სათანადო ხელშეკრულების დადების პირობების დაცვა, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწყობს ასეთი სახის კანონდარღვევის (საერთაშორისო ზარების განხროციელების დროს თაღლითობა) პრევენციასაც.

კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილა, მოისმინა სამივე მობილურ ოპერატორის შპს „მაგთიკომის“, შპს „ბილაინის“ და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლების პოზიციები და მიიჩნია, რომ ოპერატორებმა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაარღვიეს, რის გამოც, კომისიამ სამივე კომპანია წერილობით გააფრთხილა“, - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი