უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივლისი, 2017 17:00
font-size

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის და თამარ კეკენაძის საჩივრი არ დააკმაყოფილა.

როგორც მედიანიუსს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ზემოაღნიშნული პირები სადავოდ ხდიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ ვიდეო რგოლს, რომელიც საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აწვდიდა ინფორმაციას. ვიდეო რგოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პარლამენტის აპარატის მოთხოვნის საფუძველზე იყო განთავსებული. საჩივრის ავტორების აზრით, ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ვიანიდან, რეკლამით ხდებოდა მმართველი პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება და ამასთან რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთებოდა არც საქველმოქმედო და არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს რეკლამის სამ დეფინიციას – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამას:

კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას;

კომისიამ, საჩივრის განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი რგოლის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა არც კომერციულ და არც წინასაარჩევნო რეკლამას და ამასთან, ვიდეო რგოლი სრულად აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ სოციალური რეკლამის დეფინიციას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

ასევე, საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიდნენ სარეკლამო რგოლში გაჟღერებული ინფორმაციის უტყუარობას, კომისიამ მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით დამატებით განმარტა, რომ მაუწყებელი სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხს არ აგებს.

კომისიამ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`